ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11909

ფაქტი 11909

1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა გამგეობას მიმართა, რომ მადლობა გამოეცხადებინათ კავკავის სკოლის პედაგოგ ლუარსაბ ბოცვაძისთვის, რომელიც დაესწრო თბილისში მასწავლებელთა საერთო კრებას და პედაგოგებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნო, ასევე მონაწილეობა მიიღო პედაგოგიური საკითხების გადაწყვეტაში. გამგეობამ ლ. ბოცვაძეს მადლობა გამოუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11909; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .