ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11915

ფაქტი 11915

1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ „ივერიის“ რედაქციისგან მიიღეს სახელმწიფო შემნახველი სალაროს წიგნი N2524, რომლიდანაც ირკვევა, რომ „ივერიის“ N172-დან გრიგოლ ბურჭულაძეს შეუნახავს საზოგადოების სახელზე რაფიელ ერისთავის ფონდის სასარგებლოდ შეგროვებული ფული 174 მან. და 57 კაპ., ასევე 144 მანეთი მიუღიათ საჩუქრად ალიოზ შიხინაშვილისგან მიუღიათ ავჭალაში სამკითხველოს გასახსნელად. გამგეობამ გადაწყვიტა, რაფიელ ერისთავის თანხისთვის დაემატებინათ 174,57 მან. და ავჭალის სამკითხველოს გასახსნელად შეენახათ ა. შიხინაშვილისგან მიღებული თანხა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11915; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .