ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15452

ფაქტი 15452

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილზე, მთავრიშვილი სენაკში – ყიფიანის ადგილზე. ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ივანე რატიშვილმა, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გიორგი იოსელიანმა და იაკობ გოგებაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15452; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .