ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 17685

ფაქტი 17685

1911 წლის 10 სექტემბერს, საღამოს რვა საათზე, თბილისის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოში გაიხსნა სამუზეუმო კომისიის კრება ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდნენ თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 17685; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .