ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19367

ფაქტი 19367

1907 წლის 8 აგვისტოს სოფელ კახის ქრისტიანთა საზოგადოების სათემო ყრილობის მონაწილენი ერთობლივი თხოვნით მიმართავენ ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – საჭირო თანხით შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს, რათა მან შეძლოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. ხელს აწერენ: დანიელ ტარტარაშვილი, ანტონ ტარტარაშვილი, მიხეილ ტარტარაშვილი, კოსტა ტარტარაშვილი, ნიკოლაი ტარტარაშვილი, დიმიტრი ტარტარაშვილი, სოლომონ ტარტარაშვილი, ალექსანდრე ტარტარაშვილი, თევდორე თამაზაშვილი, შიო თამაზაშვილი, კოსტა თამაზაშვილი, მაქსიმე თამაზაშვილი, სოლომონ თამაზაშვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი როსტიაშვილი, კოსტა შვიოშვილი, მიხეილ შვიოშვილი, იობ ნადირაშვილი, ნიკოლაი ნადირაშვილი; ჩამოთვლილ პირთა თხოვნით ხელს აწერს ივანე ოთარაშვილი. დადგენილებისა და ხელის მომწერთა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19367; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .