ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19494

ფაქტი 19494

1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დრამატული საზოგადოების გამგეობამ, რომ მუზეუმიდან ეთხოვებინათ რამდენიმე ძველებური ნივთი, რომელიც წარმოდგენისთვის სცენის მოსაწყობად სჭირდებოდათ. გამგეობამ დრამატულ საზოგადოებას უარი განუცხადა, რადგან საზოგადოების დადგენილი კანონების მიხედვით მათ არ ჰქონდათ უფლება გაენათხოვრებინათ რომელიმე ძველი ნივთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19494; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .