ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19932

ფაქტი 19932

იაკობ გოგებაშვილის მიერ 1912 წლის 14 მარტს შედგენილი ანდერძის თანახმად, ანდერძის აღმასრულებლებისა და ყველა იმ პირისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ მოანდერძის დაკრძალვაში, საკადრისად უნდა აენაზღაურებინათ გაწეული სამსახური, ხოლო თუ რომელიმე მათგანი უარს განაცხადებდა კუთვნილ გასამრჯელოზე, თანხა შემოწირულობის სახით უნდა ჩარიცხულიყო ი. გოგებაშვილის სახელობის სახალხო-საგანმანათლებლო ფონდში, შემომწირველის სახელი კი გამოქვეყნებულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19932; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .