ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3110

ფაქტი 3110

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს, შემდგარიყო კომისია ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის, სოლომონ ექვთიმეს ძე წერეთლისა და ქუთაისის ქალაქისთავის, დ. კალანდარიშვილისაგან ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3110; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .