ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31167

ფაქტი 31167

1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების პირველი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ბედი ქართლისა“, ვ. ბარნოვის„თხზულებანი“, „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“, „ახალი ტალღები“, ნ. ბარათაშვილის „მებრძოლი ფიქრის პოეტი“, ცქიტიშვილის „ლოცვანი“, „უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის სანიმუშო პროგრამა“, „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“, „ქართული ანდაზები“, „საღმრთო ისტორია ახალი აღთქმისა“ და სახელმძღვანელო წიგნი „საღმრთო ისტორია“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31167; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .