ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35642

ფაქტი 35642

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ იყიდებოდა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“ თბილისში ზაქარიას პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ჭილაძის მაღაზიაში, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში –ხუმარიძესთან (ხუმარაძესთან) და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 60 კაპიკი ღირდა და მთავრობის მიერ იყო მოწონებული.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35642; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .