ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3660

ფაქტი 3660

1919 წლის 1-ელ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე მითაიშვილის თხოვნა, მისთვის დაებრუნებინათ დისშვილის, დომენტი ართილაყვას მიერ ტილოზე დახატული ილია ჭავჭავაძისა და ეგნატე ნინოშვილის პორტრეტები, რომლებიც საზოგადოების კანცელარიაში ინახებოდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3660; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .