ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3692

ფაქტი 3692

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელ მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დაამტკიცა სასკოლო სექციის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ჩიქვინიძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. მას მოეთხოვა ხარჯთაღრიცხვა და ყოველი სასკოლო კუთვნილება ჩააბაროს სიით მასწავლებელ ბასილაშვილს და სია წარმოუდგინოს გამგეობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3692; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .