ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3699

ფაქტი 3699

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის გამომცემელი სექციის დადგენილება, რომ უნდა დაიბეჭდოს და გამოიცეს ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღი“ და აკაკი წერეთლის „ნათელა“ (თითო 2000 ცალი), რადგან ამ წიგნებზე დიდი მოთხოვნაა, მაღაზიაში კი არ მოიპოვება გასაყიდად. აკაკის „ნათელა“ უნდა შეეძინათ საისტორიო საზოგადოებისგან, რომელსაც ნაანდერძევი ჰქონდა მისი ყველა ნაწერი, გარდა კრილოვის არაკებისა. გამგეობამ დაამტკიცა სექციის დადგენილება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3699; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .