ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3760

ფაქტი 3760

1919 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს 9 მარტის სხდომის დადგენილება საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველო ეკლესიის ხარჯით შენახვის შესახებ. ამ დადგენილებით, საზოგადოება მთლიანად თავისუფლდებოდა ბიბლიოთეკის ხარჯისაგან (წმინდა ნინოს უბნის ბიბლიოთეკას საზოგადოებისგან 50 მანეთის დახმარება ჰქონდა მიღებული). გამგეობამ სამრევლო საბჭოს მადლობა გადაუხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3760; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .