ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51800

ფაქტი 51800

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და ილია მირიანის ძე ჭყონია წაიყვანა დავით ამირიძესთან, რომლისგანაც ლექსად თქმული ხელნაწერები „ბარამიანი“ და „როსტომიანი“ ითხოვეს. 1 წლის შემდეგ „როსტომიანი“ დაუბრუნა ამირიძეს, „ბარამიანი“ კი ილია ჭყონიამ წაიღო და აღარ დაუბრუნა მფლობელს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51800; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .