ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 51958

ფაქტი 51958

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ხედვა საკმაოდ მძაფრად გაუკრიტიკებია „Kaukasiche Post“-ს. სტატიის თანახმად, ჟორდანიას შეუძლებლად მიაჩნდა რეგულარული არმიის შექმნა იმ მარტივი მიზეზით, რომ რეგულარულ არმიას ნებისმიერ დროს შეეძლო ნებისმიერი სახელმწიფო წყობის ჩამომხობა. თუმცა საფრანგეთის რესპუბლიკას უკვე 150 წლის განმავლობაში ჰყავდა რეგულარული არმია, რომელსაც არავითარი ზიანი არ მიუყენებია მისთვის.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 1 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 51958; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .