ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 53639

ფაქტი 53639

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 8 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 53639; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .