ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 57927

ფაქტი 57927

1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დიომიდე თოფურიძემ რუსულად წაიკითხა მოხსენება 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ. ამ ფაქტს ვნებათაღელვა მოჰყვა დარბაზში. ეროვნულ-დემოკრატები, გრიგოლ ვეშაპელის წინადადებით, მოითხოვდნენ კანონპროექტის ფინანსური კომისიისათვის დაბრუნებას სათარგმნელად, სოციალ-დემოკრატები, სერგო ჯაფარიძის ინიციატივით, ამის წინაღმდეგ გამოვიდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ეს მოთხოვნა ფორმალურ ნიადაგზე იყო დამყარებული, რომ მოხსენება სახელმწიფო ენაზე კანონის მიღებამდე იყო შემოსული. ეროვნულ-დემოკრატთა აზრით, მოთხოვნა სავსებით კანონიერი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 57927; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .