ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58173

ფაქტი 58173

1905 წელს გრაფ დიმიტრი სოლსკის მიერ მიწვეული ილია ჭავჭავაძე მარიას სასახლეში სიტყვით გამოვიდა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხილა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებები. შეკითხვაზე, რამდენად გონივრული იყო, ქართული დეპუტაცია შესულიყო იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად დაასაბუთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58173; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .