ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 58695

ფაქტი 58695

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, სწორედ პოპოვის თავდასხმის ობიექტის, სურსათის სამინისტროს მოწესრიგება, გაძლიერება და გაფართოება მისცემდა ხალხს იმას, რაც მას სჭირდებოდა. ჭიაბროვის თქმით, ამ დასკვნის გამოტანა ევროპული სახელმწიფოების მაგალითზე შეიძლებოდა.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 21 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 58695; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .