ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59175

ფაქტი 59175

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, ჟორდანიას მიერ დასახულ სახელმწიფოს შენების პროექტში სიმძიმის ცენტრი საკანონმდებლო საქმიანობაშიცა და ქვეყნის მართვაშიც ცენტრალური ინსტიტუტებიდან, რომელიც ასევე ხალხის მიერ იყო შექმნილი, გადავიდოდა თვითონ ხალხსა თუ ადგილობრივად არჩეულ პირებზე. სწორედ ეს იყო დემოკრატიულ და საპარლამენტო რესპუბლიკებს შორის მთავარი განსხვავება.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 14 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59175; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .