ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59179

ფაქტი 59179

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, სახელმწიფოს არ ეყოლებოდა მუდმივი ჯარი, არამედ – სახალხო მილიცია. ეს მდგომარეობა ძალაში შევიდოდა ომის დამთავრებისთანავე და საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან ერთად.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 14 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59179; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .