ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60001

ფაქტი 60001

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, თბილისის ოლქში მდებარე დაბა ნორიოსთან ნავთობის საბადოს არსებობის აშკარა ნიშნები შეიმჩნეოდა. ამის დასტური იყო ნიადაგიდან გამოჟონილი თხევადი მასა, რომელიც შავი ტალახივით გუბეებს ქმნიდა ზედაპირზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60001; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .