ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60302

ფაქტი 60302

1907 წლის აგვისტოს დასაწყისში ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე თბილისის ღვინის სარდაფში სადილობდა, გვერდით მაგიდასთან ნაცნობი სოციალ-დემოკრატები ცხარედ მსჯელობდნენ. ზაქარიამ ჯერ რაღაც კრიტიკული თქვა სოციალ-დემოკრატებზე, შემდეგ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო დალია. სოციალ-დემოკრატები გაღიზიანდნენ, ჭიჭინაძე სასტიკად სცემეს და ქუჩაში გააგდეს. სახლში მედუქნეს მიჰყავდა, რომელმაც უთხრა, რამ დაგაწყებინა სოციალ-დემოკრატებთან ილიას ქება, იმიტომ იყვნენ შეკრებილები, მის მოკვლაზე ბჭობდნენო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60302; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .