ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 61880

ფაქტი 61880

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიული და კრიტიკული წერილის შედგენაზე. კონკურსანტებს თავიანთი ნაწარმოები უნდა წარედგინათ კომიტეტის თავმჯდომარეობის აღმასრულებელ პეტრე ყიფიანთან 20 მარტამდე. განზრახული იყო წერილების კრებულად გამოცემა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 61880; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .