ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 628

ფაქტი 628

1919 წლის ივლისში მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შემდგარიყო კომისია, რომელიც აღწერდა ქართული ეკლესია-მონასტრების ქონებას და სათანადო აქტებს შეადგენდა. კომისიაში უნდა შესულიყო ორი პირი, აღწერის ჩატარებაში მათ უნდა დახმარებოდა ადგილობრივი ერობის ერთი წარმომადგენელი. კომისიის შედგენა დაევალა მთავრობის თავმჯდომარეს, სამუშაოების განსახორციელებლად სახელმწიფოს 10-მილიონიანი ფონდიდან გამოიყო 10 000 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 628; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .