ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 64798

ფაქტი 64798

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილი წერილში რედაქციის მიმართ იუწყება, რომ უდროოდ გარდაიცვალა იროდიონ ევდოშვილის უფროსი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. იროდიონის ქვრივს დარჩა სამი ქალიშვილი, რომლებიც გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. ქართულმა საზოგადოებამ ოჯახს დახმარება გაუწია: ალექსანდრე პოპიაშვილი − 15 000 მან., ძმები მირიანაშვილები − 7000 მან., ძმები კორაშვილები, ალექსი ძეგველოვი, ალექსანდრე ნადირაშვილი, სერგო სიმონოვი, მიხეილ სესიაშვილი − 5000 მან., მიხეილ ბატიაშვილი, ვანო არუთინოვი, მიშა დონჯაშვილი, ნიკო ახმეტელი, გ. ხელაშვილი, პარმენ გელაშვილი, დიმიტრი და სიმონა მირინაშვილები, ისაკა ალხანიშვილი − 2000 მან., ისიდორე სტურუა, ალექსი ზარიძე, სორწოლიანი, ნიკო ჭრელაშვილი, მ. ბაშარული − 1000 მან., ილია აგლაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, გ. ნიკოლაშვილი, გ. ახრახაძე − 500 მან.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1921 | 13 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 64798; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .