ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 65447

ფაქტი 65447

1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „წერ. რედაქციის მიმართ“, რომელშიც კონსტანტინე ანდრონიკაშვილი და ვეჩე ჯიქია მადლობას უცხადებდნენ შემდეგ დაწესებულებებს და კერძო პირებს: ამიერკავკასიის ბანკს, იტალო-კავკასიის ბანკს, თბილისის ქალაქის გამგეობას, სამეურნეო ბანკს, ფარმაცევტთა კავშირს, თათრულ დრამატულ საზოგადოებას, ქალაქთა კავშირს, ერობათა კავშირს, გვარდიის ტყვიის მფრქვეველ რაზმს, ძმებ ძეგველოვებს, ივ. პურადაშვილს, მ. საფაროვ-აბაშიძისას და სხვებს, რომელთაც ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის დამკრძალავ კომისიას შესწირეს თანხა არტისტის დაკრძალვის ხარჯების დასაფარად და მისივე სახელობის მსახიობთა კავშირთან არსებული ფონდის გასაძლიერებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 65447; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .