ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 65640

ფაქტი 65640

1921 წლისთვის მიიღებოდა ხელმოწერები დასურათებულ საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილსა“ და „ნაკადულზე“. ჟურნალების შეერთება და გაფართოებული პროგრამით გამოცემა ერობათა კავშირმა გადაწყვიტა. მოზრდილთათვის ჟურნალი „ჯეჯილი“ თვეში ერთხელ გამოვიდოდა, ყმაწვილთათვის ჟურნალი „ნაკადული“ - თვეში ორჯერ. მისამართი: ერობათა კავშირი, რუსთაველის პროსპექტი N24, „ჯეჯილის“ და „ნაკადულის“ რედაქცია, სარედაქციო კოლეგია: ანასტასია წერეთლისა, ნინო ნაკაშიძისა და პავლე საყვარელიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 65640; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .