ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 66176

ფაქტი 66176

1920 წლის 28 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას დაესწრნენ ავადმყოფ ოლღა ჭავჭავაძის მზრუნველები: რუსუდან მელიქიშვილისა, შალიკაშვილისა და ექიმი მიხეილ გედევანიშვილი. კრებამ იმსჯელა ოლღას მოვლა-პატრონობის შესახებ, გაითვალისწინეს, რომ მცირე დახმარებით (200 მანეთი ბანკიდან და 300 საზოგადოებიდან) შეუძლებელი იყო არსებობა, ამიტომ 2 000 მანეთამდე გაზარდეს. გამგეობამ საქმის მეთვალყურეობა საზოგადოების მხრიდან პეტრე სურგულაძეს მიანდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 66176; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .