ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 7199

ფაქტი 7199

1920 წლის 10 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხ. ქ. N129) გიორგი ქუჩიშვილის საღამო გაიმართებოდა. სიტყვას წარმოთქვამდნენ: „მოწინავე სადარაჯოზე“ ვახტანგ კოტეტიშვილი, პოეტები –ვარლამ რუხაძე, გ. ტაბიძე, სოლომონ თავაძე (ობოლი მუშა), გრიგოლ ცეცხლაძე, გიორგი შინატეხელი და სხვ. დეკლამატორი მიხეილ ჭიაურელი, შალვა (თაგუნა) გიორგის ძე შარაშიძე წაიკითხავდა ახალ ნაწარმოებს; ღონისძიების ხელმძღვანელი – იოსებ თარალაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 7199; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .