ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8121

ფაქტი 8121

1920 წლის 17 ივნისს საქართველოს ელჩმა ვლადიმერ ახმეტელაშვილმა 23-24 თებერვალს გორში მომხდარი მიწისძვრის გამო თანაგრძნობის წერილი მიიღო გერმანელი მეცნიერებისგან. ეს ამბავი მათთვის შეუტყობინებია საელჩოს ატაშეს, ფილოსოფიის დოქტორს, კონსტანტინე გამსახურდიას. ხელს აწერენ: ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ჰენრიხ ბრანდერბურგი, პროფ. დოქტ. ვახ. რიხარდ შმიტი, ქართული ენის დოცენტი ბერლინის უნივერსიტეტში რიხარდ მეკელაინი, ლანგერიხტის პრეზიდენტი ფონ ვებერი, ბერლინის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი იაჰანესნოი ჰუსი და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8121; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .