ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 82471

ფაქტი 82471

1902 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობამ განიხილა საზოგადოების მდივნის, სიმონ ფირცხალავას მოხსენება იმის შესახებ, რომ უნდა შემუშავებულიყო პროექტი იმ წესებისა, რომელთა მიხედვითაც გიორგი დადიანის მიერ შეწირული თანხიდან პრემიებს დანიშნავდნენ. გამგეობამ პროექტის შემუშავება დავით კარიჭაშვილს დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 82471; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .