ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 84524

ფაქტი 84524

1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა მოსკოვის ქართველთა საზოგადოებას 10 000 მანეთი უანდერძა, ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებას – 5 000, რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა სადგურს ადესაში – 5 000, კავკავის ქართულ სკოლას – 10 000, თბილისის მომავალ პოლიტეხნიკუმს ფიზიკური კაბინეტის მოსაწყობად – 50 000, მცხეთის სამთავისის დედათა მონასტერს კი სკოლის საჭიროებისათვის – 5 000 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 84524; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .