ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 86078

ფაქტი 86078

1869 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოაყვეყნა ჟურნალ „მნათობის“ მომავალ ნომერში დასაბეჭდი მასალების ჩამონათვალი, რომელთა შორის იყო ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის „ასპინძის ომი 1770 წელსა“, სვიმონ მგალობელის „სურათი მთიულების ცხოვრებიდან“, დიმიტრი ჯანაშვილის „კაცს განათლებამ უნდა მისცეს სახსრები ცხოვრების გაფაქიზებისა და სიმდიდრის მოპოვებისა“ და თავად ნიკოლოზ ავალიშვილის ორი წერილი, „ლიტერატურა, მისი მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოებაზედ“ და „ქართული წარმოდგენა თბილისში“; ასევე მის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი სერვანტესის „დონ კიხოტიდან“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 86078; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .