ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 87960

ფაქტი 87960

1917 წლის 6 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ სომხების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები: ერზიკიანცი, აგარონიანი და სხვა ხუთი კაცი. მათი აზრით, რუსული ჯარი კავკაციის ფრონტზე უნდა დარჩენილიყო, შექმნილიყო ეროვნული კორპუსები და ფრონტი გამაგრებულიყო აღნიშნული ეროვნული ძალებით. ასევე, უნდა შექმნილიყო სახალხო მილიცია ქალაქებსა და სოფლებში და დაწყებულიყო დიპლომატიური მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 87960; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .