ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 88623

ფაქტი 88623

1918 წლის 15 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია და დავით ონიაშვილი, დამტკიცდა დღის წესრიგი: 1. შალვა ქარუმიძის შეკითხვა მთავრობისადმი აგიტაციის შესახებ, რომელსაც ზოგიერთი რუსული გაზეთი ახორციელებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ 2. რაფიელ ივანიცკის შეკითხვა მთავრობისადმი ქრისტიანი ინგილოების მდგომარეობის შესახებ. 3. რადიკალ-დემოკრატიული ფრაქციის შეკითხვა მთავრობისადმი უცხო ხალხის მასიური შემოხიზვნის შესახებ. 4. სამანდატო კომისიის მოხსენება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 88623; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .