ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89030

ფაქტი 89030

1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია. ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, პავლე საყვარელიძე, იესე ბარათაშვილი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ევროპაში წამსვლელი დელეგაციისათვის გამოიყო 50 000 მანეთი, ხოლო, უკრაინაში წამსვლელი დელეგაციისათვის – 14 000 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89030; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .