ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89743

ფაქტი 89743

1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა წარადგინა წინადადება ეროვნული საბჭოს რეორგანიზაციის შესახებ. მისი აზრით, ეროვნული საბჭოს ახლანდელ შემადგენლობას უნდა დამატებოდნენ ამიერკავკაციის სეიმის ქართველი დეპუტატები და იმ დეპუტატების ნაცვლად, რომლებიც უკვე ირიცხებოდნენ ეროვნული საბჭოს წევრებად, პარტიული კანდიდატები უნდა მოეწვიათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89743; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .