ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91068

ფაქტი 91068

1920 წლის დამლევს პარმენ ჭიჭინაძე სამხედრო მინიტრად დანიშნეს. ამხანაგებს იმედი ჰქონდათ, რომ მტკიცე ხასიათისა და ენერგიის გამო საქმეს კარგად გაუძღვებოდა, მაგრამ უწყების გაცნობა ვერც მოასწრო, რადგან მოსკოვის დიქტატორთა ჯარებმა დაიპყრო საქართველო. მან იცოდა, რომ ბოლშევიკები არ დაინდობდნენ, მაგრამ საქართველოში დარჩა და თავის სოფელში ცოლ-შვილთან ერთად გაჭირვებით ცხოვრობდა. სწამდა, რომ საერთო საქმისთვის ასე აჯობებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91068; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .