ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91202

ფაქტი 91202

1921 წლის 14 ივნისს ნოე ჟორდანია ბრიუსელში სოციალისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო. მისი მისვლისას სხდომა შეწყვიტეს და ფეხზე მდგარნი ოვაციებით შეხვდნენ. მისასალმებელი სიტყვით მიმართა ემილ ვანდერველდემ, რომელმაც გაიხსენა საქართველოში მოგზაურობა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო სამართლიანად გაიმარჯვებს და მალე შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
თავისუფალი საქართველო, 1921 |15 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91202; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .