ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91204

ფაქტი 91204

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.

წელი:
2026
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
თავისუფალი საქართველო, 1921 |15 ივლისი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91204; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .