ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91883

ფაქტი 91883

1917 წლის იანვარში გაზეთ „სამშობლოს" დამაარსებელმა და რედაქტორმა იაკობ ცინცაძემ (ია ეკალაძე) გამომცემლობის რედაქციაში შეიტანა განცხადება პირადი პრობლემების გამო რედაქტორობისაგან გათავისუფლების თხოვნით. გამგეობამ მადლობა გადაუხადა შრომისთვის, გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან და გაზეთის მუდმივ თანამშრომლად და სარედაქციო კოლეგიის წევრად დარჩენა სთხოვა. სარედაქციო კოლეგიამ „სამშობლოს" რედაქტორად ერთხმად აირჩია ცნობილი ბელეტრისტი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91883; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .