ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 91910

ფაქტი 91910

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი „საქართველოს დაპყრობის ისტორიიდან“ საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის 30 წელთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ 1921 წლის 4 იანვარს პოლიტბიუროს სხდომაზე სერგო ორჯონიკიძემ წამოჭრა საქართველოს იარაღით დაპყრობის საკითხი. მას მხარი დაუჭირეს სტალინმა და ფილიპე მახარაძემ, თუმცა ლენინმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეორე დღეს სხდომაზე საიდუმლოდ ითათბირეს ტროცკი-სტალინმა და გზა დაულოცეს ორჯონიკიძეს დაგეგმილ მზაკვრულ გეგმაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 91910; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .