ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9292

ფაქტი 9292

1919 წლის 15 მაისს სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძეს მისწერა, რომ წინა კვირას პირადად ესაუბრა მას სამტრედიის რკინიგზის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. აბულაძის ყველა საბუთი და შუამდგომლობა რკინიგზის სასწავლებლის განყოფილებიდან გადაგზავნილი იყო სამინისტროში. მან გიორგი ჭუმბურიძეს სთხოვა, რაიმე გადაწყვეტილება მიეღო თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლის მალე შეწყვეტის გამო სხვა საშუალების გამონახვის შანსს კარგავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9292; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .