ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 969

ფაქტი 969

1918 წლის 16 ივნისს კონსერვატორიის დარბაზში უნდა გამართულიყო ცისფერყანწელთა პოეზიის საღამო. პაოლო იაშვილს უნდა წაეკითხა ცისფერყანწელების დეკლარაცია, გრიგოლ რობაქიძეს – „სიტყვა პოეზიაში“, ტიციან ტაბიძეს – „ცისფერი ყანწები“, ალი არსენიშვილს – „ბრინჯაოს მასკები“, რუს პოეტ სერგეი გოროდეცკის – „ქართული სიმბოლიზმის რჩეულობა“. საკუთარ ლექსებსა და ფრანგი პოეტების თარგმანებს კი წაიკითხავდნენ პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ლელი ჯაფარიძე, კოლაუ ნადირაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 969; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .