ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 974

ფაქტი 974

სახელმწიფო ბანკის დაარსებასთან დაკავშირებულ მოხსენებაში დიომიდე თოფურიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბანკი, რომელსაც ძირითად ფულს მისცემს სახელმწიფო, ხოლო მართვა-გამგეობა მოეწყობა დამოუკიდებლად. ბანკის გამგეს აირჩევს დამფუძნებელი კრება, ხოლო წევრებს, გამგის წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ წესდებაში, რომელიც რუსეთის ბანკისგან მიიღეს, ცვლილებები უკვე შეტანილი იყო. მუხლობრივი განხილვის მოწყობა კი მომავლისთვის დაიგეგმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 974; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .