ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „განთიადი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ბაქოში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში, აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ხაშურის დრამატული დასის გამგეობამ დაადგინა, აკაკი წერეთლის დაკრძალვამდე ყველა ღონისძიება გადაედოთ და ყველა გაზეთისთვის სამგლოვიარო დეპეშები გაეგზავნათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში აკაკი წერეთლის ხსოვნის პატივსაცემად ქართველმა სტუდენტებმა გამოსცეს პოეტის რჩეული ლექსები მოკლე ბიოგრაფიითა და სურათით. წიგნი გამოვიდა 10 000 ცალი მოსახლეობაში დასარიგებლად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ხაშურის დრამატული დასის გამგეობამ დაადგინა, აკაკი წერეთლის დასაფლავების შემდეგ გაემართათ მისი ლიტერატურული საღამო და შემოსავალი აკაკის სახელობის ფონდისთვის გადაეცათ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ხაშურის დრამატული დასის გამგეობამ აკაკი წერეთლის დასაფლავებაზე დასის წარმომადგენლად ინჟინერი კონსტანტინე ძნელაძე და ნიკო სიხარულიძე აირჩია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ბეგლარ ახოსპირელმა და იოსებ ჟივიძემ დაბეჭდეს სურათი „საქართველოს მნათობნი“, რომელზეც შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი იყვნენ გამოსახული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში სინემატოგრაფით გადაიღეს აკაკი წერეთლის ცხედრის საჩხერიდან გადმოსვენება და დაკრძალვის ცერემონია.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში ვაჟა-ფშაველა გაციებული იყო, ამიტომ აკაკი წერეთლის დაკრძალვას ვერ დაესწრო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ქუთაისის ბანკმა აკაკი წერეთლის ფონდს პოეტის ძეგლისთვის 1000 მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კულტურის მოყვარულთა საზოგადოებას აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სხდომა უნდა გაემართა, რომელზეც მოხსენებებს წაიკითხავდნენ კიტა აბაშიძე, ევგენი გეგეჭკორი, ივანე გომართელი, ალექსანდრე ჭიჭინაძე და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის მოაგროვა ძველი ხელნაწერები, ფული, სამკაულები, მოქარგული სამოსი, საცერული, ჭურჭელი და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ერთაწმინდაში ანეტა კაპანაძისამ მიაკვლია „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერს და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის შეიძინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ აკაკი წერეთლის სახელობის ფონდისთვის გადასაცემად შეაგროვა 20-ზე მეტი ხალხური ზღაპარი, „ეთერიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ლექსთა კრებულები და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ვარდენ გიორგის ძე ყიფიანმა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი „ცრემლს ვერ გკადრებ“ ცალკე ფურცელზე გამოსცა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში სომხურ ჟურნალებში „ტარაზი“ და „აგბიური“ აკაკი წერეთლის ფოტოები და წერილები დაიბეჭდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში იუზა ზარდალიშვილმა და ანა შოთაძემ ხაშურში გასტროლები დაიწყეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ალექსანდრე შანშიაშვილმა გაზეთ „საქართველოს“ გამოცემის უფლება მიიღო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ისაკ გიორგის ძე ალხანაშვილმა ნუკრიანის პირველ დაწყებით სკოლას თავისი ხარჯით მთელი წლით, გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კაპიტონ გოგოლაძისა და შალვა შარაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა იუმორისტული ჟურნალი „ახალი მათრახი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანი „მოლიპულ გზაზე“ ვახტანგ ვაჩნაძემ პიესად გადააკეთა და რეჟისორ მიხეილ ქორელს გადასცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლიდან ქუთაისში გამოვიდა გაზეთი „სამშობლო“, რომლის რედაქტორი იყო იაკობ ცინცაძე.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი სახადით დაავადდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში დაიბეჭდა გალუსტ შიხიანის მიერ შედგენილი კრებული „აკაკის დასაფლავება, აკაკი დამესიზმრა და აკაკის ლექსები“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების თავმჯდომარედ მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე აირჩიეს.