რეგისტრირებული ფაქტები50017
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა მოქალაქეთაგან შემდგარი სამხედრო მოხალისეთა რაზმის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალავერდის მადნების დაცვა-პატრონობა გადაეცათ გიორგი გვაზავასა და გიორგი ლასხიშვილს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე სამ სექციას (ქონებათა სექცია, სამეურნეო სექცია, ტექნიკური სექცია) ყარაიაზის მამულის დასაცავად დაუყოვნებლივ ზომების მიღება დაევალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკას სკოლის ასაშენებლად გადაეცა 2000 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს სასურსათო სექციის დაარსების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფოსტა-ტელეგრაფის სამხედრო საველე ნაწილი გადაეცა სამხედრო სექციას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრთა შემდეგი კრება დაინიშნა 1918 წლის 21 იანვარს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 იანვარს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით კონსტანტინე გვარჯალაძე სამხედრო სექციის წევრად და სექციის გამგის მოადგილედ დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 იანვარს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას კახეთის რკინიგზაზე წესრიგის დამყარების შესახებ. ხელს აწერს კომიტეტის მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კომისიის წევრებს გააცნო დეპეშები კახეთის რკინიგზის სამხედრო დამცველი რაზმის შეუფერებელი ქცევის შესახებ და სილიბისტრო ჯიბლაძეს დაავალა დამცველი რაზმის მოწესრიგება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს თბილისის სასახლის თეთრ დარბაზში ჩატარდა სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 იანვარს თბილისის სასახლის თეთრ დარბაზში გამართულ სხდომაზე ნოე რამიშვილმა ისაუბრა ფრონტის ხაზზე და ქვეყნის შიგნით არსებულ სამხედრო პრობლემებზე, მოითხოვა ჯარში გაეწვიათ 1899 წელს დაბადებული პირები, გაწვეულთა ასაკი გაზრდილიყო 25 წლამდე და გაეუქმებინათ შეღავათები მათთვის, ვინც სწავლობდა. შეთავაზებას არ დაეთანხმა ქარცივაძე, რადგან, მისი თქმით, ჯარში საჭირო ნივთების მარაგი რ არსებობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, ალექსანდრე ლომთათიძე, ვასილ ბურჯანაძე, გრიგოლ ნათაძე, გრიგოლ მაღალაშვილი, ლევან ფურცელაძე, ალექსანდრე მიქაბერიძე, სეით იაშვილი. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ლევან ფურცელაძემ, გრიგოლ მაღალაშვილმა და ალექსანდრე მიქაბერიძემ კრებას გააცნეს ქართული გიმნაზიის საზოგადოების მდგომარეობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას 18 იანვრის სხდომის დადგენილების შესახებ. კერძოდ, სექციას დაევალა ყარაიაზის დიდმთავრისეული მამულისა და ალავერდის მადნების დაცვა და მფარველობა. ასევე, სამხედრო უწყებებისაგან ცხენების ჩაბარება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე გელეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, სერგო ყაზახაშვილი, პეტრე მამრაძე, ლევან მაღალაშვილი, ივანე მეძმარიაშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე გელეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, სერგო ყაზახაშვილი, პეტრე მამრაძე, ლევან მაღალაშვილი, ივანე მეძმარიაშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომას ეროვნულმა საბჭომ წერილი მისწერა ყველა დარგში საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 იანვრამდე შალვა ილიას ძე ალხაზიშვილი ჯავახეთის ქართული გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის უფროს და მეორე განყოფილებებში ქართულ ენას ასწავლიდა. ხოლო საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას, ორივეს ქართულად, პირველ კლასში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი გვაზავა, პავლე საყვარელიძე, მიხეილ მაჩაბელი, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილი დაეთანხმა დროებითი მთავრობის შექმნის იდეას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ გამოთქვა აზრი, რომ ამიერკავკასიის სეიმის კომპეტენციაში უნდა შესულიყო ზოგადი საკითხების მართვა, როგორიცაა სურსათი, დემობილიზაცია, ზავი და სხვა, ხოლო დანარჩენი საკითხები ეროვნულ თვითმმართველ ორგანოებში უნდა გადაწყვეტილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ ისაუბრა საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც ნიადაგი უნდა მოემზადებინა დამფუძნებელი კრების მოწვევისთვის.