ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51057

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთ „გრუზიას“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში მუსიკალური ესთეტიკის კურსს ლექტორი სერგეი მიტროფანეს ძე გოროდეცკი გაუძღვებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში იხსნებოდა სომხური საეკლესიო მუსიკის კლასი, რომელსაც გაუძღვებოდა ანუშავან ტერ-გევონდიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ი. გროშევი იყო ჰობოისტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფაინერი იყო ფლეიტისტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფლეიტის კლასს უძღვებოდა ფაინერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთის „კლდე“ რედაქტორი იყო გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ჰობოის კლასს უძღვებოდა ა. ი. გროშევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (არაკჩიევი) იყო პედაგოგი მუსიკის განხრით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (არაკჩიევი) იყო კონსტერვატორიის უფროსი პედაგოგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის კონსერვატორიაში იხსნებოდა ქართული საეკლესიო მუსიკის კლასი, რომელსაც გაუძღვებოდა უფროსი პედაგოგი დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი (არაკჩიევი).

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კლასს უძღვებოდნენ: ი. ვ. სტაროვსკაია, ტ. ი. ტერ-სტეპანოვა, ლ. ლ. ტრუსკოვსკი და ანა ი. ტულაევა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 სექტემბრიდან ეკატერინე ბაქრაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე დ. უზნაძის 1918 წლის 20 სექტემბრის N15 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად თელავის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელი ილია ბაკურაძე დანიშნეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 სექტემბერს მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს აცნობა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იგი თელავიდან გადაიყვანეს გორის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბერს კონსტანტინე მაყაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, რაჟდენ არსენიძე და დავით ჩიქოვანი დაესწრნენ. დავით ნახუცრიშვილი კომისიის სხდომის მდივანი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განიხილეს დებულება საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ. კამათი მესამე მუხლში შესატანმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლიც მიხედვითაც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელს სახელმწიფო ენის უცოდინრობის შემთხვევაში სიტყვის წარმოთქმა დედაენაზე შეეძლებოდა. ცვლილების მომხრენი იყვნენ პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მაყაშვილი, წინააღმდეგნი კი — რაჟდენ არსენიძე და ივანე ჩერქეზიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბერს ჩატარებულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მიიღეს დადგენილება პირველ მუხლს მიემატოს შენიშვნა: ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარება ცალკე კანონით განისაზღვრება. მხოლოდ მესამე მუხლს ასეთი შენიშვნა: წესი ამ უფლებით სარგებლობისა და თარგმნისა განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც იმუშავებს საბჭო. დანარჩენი მუხლები უცვლელად იქნა მიღებული. ამნაირად შესწორებული დებულება სახელმწიფო ენისა წარედგინოს საბჭოს პრეზიდიუმს. მომხსენებელი იქნება რ. არსენიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბენაევს შეუთხზავს სტატია სტატისტიკის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის მთავარრწმუნებული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, უკვე აწყობილი პარტიის განადგურება, ექსპერიმენტირება და ახლის შექმნა შიმშილის ახალი, მოსალოდნელი ტალღის გათვალისწინებით ნამდვილი დანაშაული იქნებოდა და ეს მხოლოდ პოპოვისნაირების გულს თუ გაახარებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, სწორედ პოპოვის თავდასხმის ობიექტის, სურსათის სამინისტროს მოწესრიგება, გაძლიერება და გაფართოება მისცემდა ხალხს იმას, რაც მას სჭირდებოდა. ჭიაბროვის თქმით, ამ დასკვნის გამოტანა ევროპული სახელმწიფოების მაგალითზე შეიძლებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, პოპოვის ცილისწამებაზე საუკეთესო პასუხი იქნებოდა, სურსათის სამინისტროს თავის განკარგულებაში გადმოეტანა ყველა საქმე და არდიშვილის მსგავსი ორგანიზაციებიც თავისი ორგანიზაციისთვის დაექვემდებარებინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი უარყოფდა პოპოვის ვერსიას, რომ არმიამ და ქალაქმა უარი თქვეს სამინისტროს მიერ მათთვის შემოთავაზებული პირუტყვის პარტიაზე. ჭიაბროვს მოჰყავდა არმიის მიერ 200 თავი რქოსანი პირუტყვის შეძენის ფაქტი. კერძოდ, ეს საქონელი თბილისის რაიონის პირუტყვით მომარაგების გამგე მიქელაძისგან ჩაუბარებია ჩინოვნიკ ბეჟინს. ეს ფაქტი დასტურდებოდა სპეციალური ტელეფონოგრამითაც.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, რომელშიც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ავტორი აღნიშნავდა, რომ სურსათის სამინისტრო ქვეყნისთვის ყოვლად გამოუსადეგარი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოში პურის წარმოების საქმეს ხელმძღვანელობდა ვასილ იოსების ძე არდიშვილი.